უკრაინის პრეზიდენტმა ხარკოვის ოლქის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ვიდეომასალას პრეზიდენტის პრესსამსახური აქვეყნებს.
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს დაჭრილ სამხედროებს ჯილდოები გადასცა.
,,შეიარაღებული ძალების დღე ეს თქვენი დღესასწაულია“ - უთხრა ზელენსკიმ ჯარისკაცებს და მადლობა გადაუხადა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის.