,,ცხოვრება ქვის ხანაში’’ - ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში სამდღიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომელიც თეორიულ სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს.
არქეოლოგია, ისტორია, პალინოლოგია, პალეოანთროპოლოგია და ტრასოლოგია - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც მეცნიერები მოსწავლეებთან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
დაგეგმილია დოკუმენტური ფილმების ჩვენება და თემატური ექსკურსიები პრეისტორიულ ეპოქაზე.
პროექტში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 25 მოსწავლეა ჩართული.