26-მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შემდეგ ახალი სახლი შენდება

06 დეკემბერი 2022, 18:04 669 ნახვა

ტენდერი გამოცხადდა 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზეც. იმავე ზომის სახლი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ტრაგედიის ადგილზე აშენდება. ბინები იმ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც სახლის ჩამონგრევამდე ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის მილიონი ლარია გათვალისწინებული და ბინები გარემონტებული ჩაბარდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. კორპუსში მცხოვრები ადამიანები მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი