ხულოში, სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით გრძელდება. შემთხვევას აჭარის განათლების სამინისტროც სწავლობს. სკოლის სამეურვეო საბჭომ კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დღეს ინეზა ხარაბაძე სამსახურიდან დაითხოვა.