საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს ევროკავშირის 20 ქვეყანა აღიარებს.
"საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ, მათ შორის, ევროკავშირის 20 ქვეყანა აღიარებს ჩვენ მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს და მათ საბუთებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.