ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ''ERASMUS+''–ის პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ჯგუფს მასპინძლობს. პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ისრაელიდან 14-წევრიანი ჯგუფი პროექტის მიმდინარე შედეგებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტმა სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება-დანერგვა დაიწყო.
პარალელურად, უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულმა პერსონალმა გადამზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთა ფარგლებშიც გაეცნო ვირტუალურ სასწავლო გარემოში დიდაქტიკური პროგრამების შემუშავების ინსტრუმენტებს, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიას და ტექნიკას, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს.