ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა მალე უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით იქნება შესაძლებელი.
ავტობუსებში აპარატების დამონტაჟება უკვე დაიწყო და ახალ სისტემასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილება ეტაპობრივად ამოქმედდება.
ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard–ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.