თუშიშვილის გამარჯვება რინერთან გაუქმებულია

04 დეკემბერი 2022, 10:19 630 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო  ფედერაციამ  ქართველ ძიუდოისტს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ გურამ თუშიშვილს, ლეგენდარულ ტედი რინერთან გამარჯვება არ ჩაუთვალა. 

სამსაჯო კომისიამ გამონაკლისი შემთხვევა დაუშვა და გურამ თუშიშვილს ვაზარი გაუუქმა. გადაწყვეტილება „მებრძოლი თბილისის“ მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე არ იქნება ასახული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა და დაფიქსირებული ვაზარი ძიუდოს ფედერაციისგან გდებად შეფასდა.  

შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი გორში, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში დაამარცხა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი