მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას ''დინამო'' ბათუმს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, გუნდმა მაინც ვერ შეძლო მისი შენარჩუნება და ჩემპიონის ტიტული მთავარ მეტოქეს თბილისის ''დინამოს'' დაუთმო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩებში შავიზღვისპირელებისგან განსხვავებით ქულები არ დაკარგა.
ჩემპიონატის წაგება გულშემატკივრებისთვის ძალიან დიდი დარტყმა გამოდგა და ისინი გუნდში გასატარებელ აუცილებელ და კარდინალურ ცვლილებებზე საუბრობენ.