მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დღეს აქციაზე ისმოდა.
ჯგუფებად დაყოფილი ''ნაციონალური მოძრაობა'' - პარტიის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ''ქართული ოცნების'' ოფისთან გაერთიანდა.
აქციის მონაწილეების პოზიცია იყო, რომ ისინი დღეს აქციის მიმდინარეობისას პოლიტიკურ გზავნილებს არ გააკეთებდნენ და მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.