მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებენ - ასეთია ''ქართული ოცნების'' პასუხი ''ნაციონალური მოძრაობის'' აქციაზე, სადაც ოპოზიციის წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ საზღვარგარეთ.
''ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია ყოფილი პრეზიდენტის სახელს ამოაფარეს, თუმცა რეალურად, ეს ოპოზიციის ამომრჩევლების გულის მოგებისთვის გადადგმული ნაბიჯია.