„ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ - თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
სესიის მუშაობაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.მიმდინარე წელს ბსუ-ში ჟურნალისტიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და ინოვაციები“ ამოქმედდა.
სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეოთხედ ტარდება.