საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეორე წრე სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გამარჯვებით დაიწყო.
მე-10 ტურში "ბათუმი" შინ "ხვამლს" დაუპირისპირდა და 8:6 დაამარცხა.
ბათუმელთა მხრიდან ჯარიმა მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა, ხოლო ლელო გიორგი მენაბდის ანგარიაზეა.
ამ დროისთვის "ბათუმი" სატურნირო ცხრილში 20 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში კი 9 დეკემბერს გასვლაზე "ყაზბეგს" ესტუმრება.