სად გაიყიდება წელს ქართული მანდარინი? აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ტრადიციული ბაზრები შენარჩუნებულია და ევროპის რამდენიმე ქვეყანაც დაემატება, ეს კი ციტრუსის ხარისხზე იქნება დამოკიდებული - ამბობენ საწარმოში.
წელს აჭარაში 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ფერმერები მცირემოსავლიანობას უჩივიან. უკვე ცნობილია, რომ არასტანდარტული მანდარინზე სუბსიდია 20 თეთრი იქნება, რომლიდანაც 5 თეთრს საწარმო, 15-ს კი სახელმწიფო გადაიხდის.
ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით რეგიონში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს.
ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები ქობულეთში გაეცნენ.