სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გუშინ დაუბრუნა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს - სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებმა აირჩიონ და არა იუსტიციის საბჭომ; პრეზიდენტის განმარტებით, ყველა სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება თავად აირჩიოს თავმჯდომარე, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.