რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

02 დეკემბერი 2022, 10:01 577 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან.

უწყების განმარტებით, რუსები გადიან სოფელ მიხაილოვკადან, ქალაქ პოლოგიდან და სოფელ ინჟენერნოედან. გარდა ამისა, სოფელ ბურჩაკში მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ.

"არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს.

ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკაპოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება", - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს. განადგურებულია 15 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში