საქართველოს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ძალადობა გამოვლილ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ძალადობა გამოვლილ ქალებს აქვთ. ასევე გაუზიარეს სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრის მონაწილე პირებს ინფორმაცია მიეწოდათ მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე.