მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატმა სასამართლოს მიმართა

01 დეკემბერი 2022, 10:53 595 ნახვა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს  მიმართა. 

„სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სასჯელისგან გათავისუფლება, ვინაიდან მისი დაავადებები გათვალისწინებულია ჯანდაცვის მინისტრის იმ შესაბამისი ბრძანებით, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება. თუმცა, ალტერნატივის სახით დაყენებული გვაქვს სასჯელის გადავადებაც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას, მასთან არ მისაუბრია, რადგანაც ამ ადამიანთან კომუნიკაცია და კონსულტაცია უკვე ფიზიკურად შეუძლებელია“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი