უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ბახმუტისკენ უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვითი პოზიციას ინარჩუნებენ.
გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ძალები ავდეევკაში ცდილობენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარშემო არსებული დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების რამდენიმე დისლოკაციის ადგილზე თავდასხმები განახორციელეს, შედეგად, რუსულ მხარის დანაკარგია 100-მდე ადამიანი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა.