პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ნორმების 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედებას ითვალისწინებს

29 ნოემბერი 2022, 19:14 496 ნახვა

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

პარლამენტმა 66 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

სტანდარტული შეფუთვის ამოქმედების შემდეგ, თამბაქოს ნაწარმი უნიფიცირებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს - მთავრობის განკარგულებით სიგარეტის ყველა კოლოფი უნდა იყოს პანტონი (ღია რუხი 2C) ფერის და მასზე ბრენდის სახელი უნდა იყოს დაწერილი მხოლოდ ქართულად უნიფიცირებული ფორმატით, რომლის ფონტიც 14-ის ზომის უნდა იყოს.

ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი