უკრაინის პირველ ლედის დაუნინგ-სთრითზე უმასპინძლეს

29 ნოემბერი 2022, 10:20 479 ნახვა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ლონდონში დაუნინგ-სტრიტზე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რიში სუნაკის მეუღლეს აკშატა მერტის შეხვდა.

მერტი ზელენსკას ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციის ეზოში მიეგება და გადაეხვია.  მიღების შემდეგ მათ დაუნინგ-სტრიტზე  რეზიდენციის  შესასვლელთან ნაძვის ხე საშობაო დეკორაციებით მორთეს.  

უკრაინის პირველი ლედი ლონდონში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც  კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის დაძლევის საკითხებს ეძღვნება.

ოლენა ზელენსკა ბრიტანელ კანონმდებლებსაც შეხვდება და პარლამეტში სიტყვით მიმართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი