სპორტსკოლის პროექტი

25 იანვარი 2017, 00:00 3353 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი დღეს სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის სასპორტო სკოლის პროექტის საბოლოო ესკიზი განიხილეს. მასში ასახულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც ფედერაციების წარმომადგენლები საუბრობდნენ. სასპორტო სკოლას დამხმარე საინვენტარო სათავსოები, სასტუმრო და ღია ავტოსადგომიც ექნება. ის 23 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება. სასპორტო სკოლაში სპორტის 10 სახეობის სპორტსმენები ივარჯიშებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი