ექვსი ქვეყნის სამართალდამცველებმა გაერთიანებული ძალებით ე.წ. სუპერ კარტელის განადგურება მოახერხეს. ოპერაცია "უდაბნოს შუქის" შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის კრიმინალურმა სააგენტომ გაავრცელა. საქმეზე დაკავებულია 49 პირი, რომლებიც ევროპაში კოკაინის ტრაფიკის ერთ მესამედს აკონტროლებდა.
გამოძიების ფარგლებში ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯამში, ამოღებულია 33 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.
ევროპოლის ინფორმაციით კარტელის განადგურებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც და ოპერაცია 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა.