„თექის ხელოვნება საქართველოში“ - ძმები ნობელების მუზეუმი თექის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათ შორის აქსესუარები, რომლის დამზადებაც „თექის ნაწარმისა და აქსესუარების დამზადება“ პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს.
კურსის დასრულების შემდეგ სკოლა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას ისევ გეგმავს. მანამდე კი მათი ნახვა მსურველებს ნობელების მუზეუმში შეეძლებათ, სადაც მათ თექის დამზადების ტექნოლოგიასაც უჩვენებენ.