სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა ტაბიძის პირველ ჩიხში  

28 ნოემბერი 2022, 14:41 1173 ნახვა

ბათუმში კიდევ  ერთი ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაბიძის პირველ ჩიხში რეკრეაციული სივრცისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში  მოწესრიგდება ტერიტორია, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონი და საბაღე ინვენტარი.

სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრება. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში