საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის განხორციელებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მიზნით - საერთაშორისო ფორუმი „დიალოგი 2022“-ის ფარგლებში პანელური შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიაში აჭარის რეგიონის, ასევე ევროსაბჭოს წევრი 13 ქვეყნიდან ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ წინასწარ ჩაუტარდათ ტრენინგები: ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, მათი როლი და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობასთან დაკავშირებული სტანდარტები ადგილობრივ და ცენტრალურ კონტექსტში. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია.
ფორუმი ევროსაბჭოს კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.