„რაც ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს“ - ანდრია ჯაღმაიძე

27 ნოემბერი 2022, 12:06 623 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურსა და თერჯოლაში მომხდარ დანაშაულებს გამოეხმაურა.

სასულიერო პირი  მომხდარ ფაქტებს "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" უკავშირებს.მისი განმარტებით, კონკრეტულ მედიასაშუალებებს მიაჩნიათ, რომ "ქვეყნის ხსნა მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ რეორგანიზაციაში ან საერთოდ დაშლაშია".

დეკანოზი თერჯოლაში ფემიციდის შემთხვევას ოჯახურ ტრაგედიად მოიხსენიებს და მიზეზად აქაც ქრისტიანული ეკლესიის "დაკნინების მცდელობებს" და ასევე "ოჯახური ტრადიციების ნგრევას" ასახელებს.

ჯაღმაიძეს არგუმენტად მოჰყავს ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები, როგორც ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი