ომის 277-ე დღე

27 ნოემბერი 2022, 10:25 370 ნახვა

უკრაინაში ომის 277-ე დღეა. ქვეყანა მძიმე ზამთრის მოლოდინშია, ამ დრომდე უკრაინის სულ მცირე 14 რეგიონში  შეზღუდულია ელექტროენერგიის  მიწოდება. რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული უბნების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

11 ნოემბრის შემდეგ, როდესაც უკრაინული ჯარები ხერსონში შევიდნენ, ქალაქში კიდევ 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო  ავრცელებს. მისი თქმით, რუსული ჯარები ხერსონზე იერიშს  დნეპრის მარცხენა სანაპიროდან ახორციელებენ.

ამასთან, ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკაში გვიან ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის 1 ბავშვია. რაც შეეხება უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების პირველ სამიტს, პრეზიდენტის თქმით, სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება შეძლეს.

თანხა მოხმარდება ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში