ქალთა შორის საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი 14 დეკემბერს დაიწყება

26 ნოემბერი 2022, 21:33 974 ნახვა

ქალთა შორის საქართველოს  ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის 2022/2023 წლის უმაღლესი ლიგის სეზონის დაწყების თარიღი შეიცვალა. 

ჩემპიონატი 27 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი ტურნირი 14 დეკემბერს განახლდება. ამრიგად  ბათუმის ქალთა გუნდი პირველ შეხვედრას 14 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში ბოლნისთან 18:00 საათზე ჩაატარებს.

რაც შეეხება ბათუმის მამაკაცთა გუნდს აქ ცვლილებები არ არის და შავიზღვისპირელები პირველ ტურის შეხვედრას 28 ნოემბერს გორში ქუთაისის წინააღმდეგ 16:30 საათზე ითამაშებენ.

წლევანდელ სეზონში ქალთა გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მამაკაცთა შორის 8 გუნდი იასპარეზებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი