მეწარმე ქალების პროგრამა

26 ნოემბერი 2022, 10:32 419 ნახვა

"ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" - პროექტის ფარგლებში ქობულეთში შეხვედრა გაიმართა.  

მეწარმეობით დაინტერესებული 29 წლამდე ასაკის გოგონები პროექტის ფარგლებში შესაბამის სწავლებას გადიან. პროექტის მიზანი ახალი იდეებისა და სტარტაპ პროექტების ხელშეწყობაა.

მსმენელებს შანსი ეძლევათ, თავიანთი იდეების დასაფინანსებლად კონკურსში მონაწილეობაც მიიღონ. 2016 წლიდან დღემდე დაფინანსება 90-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში