დღეს "დინამო" ბათუმი გასვლაზე "გაგრას" დაუპირისპირდება

26 ნოემბერი 2022, 10:37 620 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე თბილისში ''გაგრას'' ესტუმრება.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ბათუმელები 73 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ''დინამო'' თბილისს 3 ქულით ჩამორჩებიან. ''გაგრა'' კი 36 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არის.

ეს დაპირისპირება დღეს 13:30 საათზე დაიწყება. პარალერულ რეჟიმში დაიწყება ''დინამო'' თბილისის მატჩი ,რომელიც გასვლაზე წყალტუბოში ''სამგურალს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში