ბათუმის სარაგბო კლუბი სტუმრად ბოლნისის “ყოჩებთან” დამარცხდა

25 ნოემბერი 2022, 17:54 627 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი  დიდი 10-ის მე-9 ტურის გახსნით შეხვედრაში სტუმრად „ყოჩებს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 24:21 დამარცხდა.  

შავიზღვისპირელებმა შეხვედრაში ორი ლელოს დადება მოახერხეს. პირველ ნახევარში სტუმრებმა საჯარიმო ლელო დადეს, ხოლო მეორე ნახევარში  გატანილი ლელოთი თავი დაჩი კოპაძემ გამოიჩინა.

ორი ზუსტად შესრულებული საჯარიმო კი მამუკა ნინიძის ანგარიშზეა. ამ დროისთვის ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. 

მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 2 დეკემბერს შინ „ხვამლის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში