ევროკავშირი აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირის განცხადებით, რომლის ვინაობასაც „პოლიტიკო“ არ ასახელებს, ყველაზე მეტ სარგებელს ომისგან აშშ იღებს, რადგან ყიდის მეტ ბუნებრივ აირს და თან ძვირად, ასევე ყიდის იარაღს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირში აცხადებენ, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ ეტაპზეა, რადგანაც აშშ-ის მიერ ინფლაციის გამო წამოწყებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ და ენერგიაზე მაღალმა ფასებმა, ორმაგი დარტყმა მიაყენა ევროპას.
საზოგადოებაში ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.