დანაღმული სათამაშოები და დანგრეული საავადმყოფოები - ომის მე-10 თვე

25 ნოემბერი 2022, 10:20 360 ნახვა

უკრაინაში ომის მე-10 თვე დაიწყო,  ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება მძიმე ბრძოლები. დეოკუპირებულ ხერსონზე მტრის იერიშს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხერსონის მისამართით ცეცხლის გახსნა დამარცხებულთა შურისძიებაა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით კი ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა ობიექტები დანაღმეს, მათ შორის საბავშვო სათამაშოებიც. 

კიევის ოლქში ქალაქ ვიშგოროდზე განხორციელებული იერიშის დროს დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც, დაზიანდა ადგილობრივი საავადმყოფო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი