უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობის რატიფიცირებას 2023 წლის დასაწყისში მოახდენს.
პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა.
უნგრეთი და თურქეთი არიან ნატო-ს წევრი ის ქვეყნები, რომელთაც ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.