დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გახშირებული ფემიციდის გამო, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი თბილისში, მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.
ქალების მკვლელობის 10-ზე მეტი და მკვლელობის მცდელობის 20-ზე ფაქტი - ასეთია 2022 წლის არასრული სტატისტიკა. მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი 12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.