სააკაშვილის ადვოკატების წერილი საქართველოს პრეზიდენტს

24 ნოემბერი 2022, 10:52 460 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და  მკურნალმა მედიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ წერილი დატოვეს.  ისინი   ამ ფორმით შეეცდებიან დაარწმუნონ მოქმედი პრეზიდენტი, რომ ექსპრეზიდენტს უცხოეთში მკურნალობა სჭირდება. 

წერილში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოსტირება და მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია და ამიტომ ის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.  იმედი აქვთ, რომ   სალომე ზურაბიშვილი   საკითხს  დღის წესრიგში დააყენებს.   

ადვოკატი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი