7 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინაზე განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმებმა

24 ნოემბერი 2022, 10:20 356 ნახვა

შვიდი ადამიანი დაიღუპა  და 36 დაშავდა გუშინ რუსეთის მიერ უკრაინაზე   განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად. რუსეთმა საჰაერო სისტემებით  70-მდე რაკეტა გაუშვა. აქედან 30 კიევის მიმართულებით.  უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 51  გაანეიტრალეს.

ასევე ჩამოაგდეს ხუთი ირანული დრონი. სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. მათ შორის  კიევი, ლვოვი და ოდესა.

ენერგომომარაგება შეფერხდა მეზობელ მოლდოვაშიც. დედაქალაქ კიშინიოვსა და ქვეყნის კიდევ რამდენიმე რაიონს უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების გამო ელექტროენერგიის მოწოდება რამდენიმე საათით  შეუწყდა.

აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა  ფრონტის ხაზზე პოზიციების შესუსტების შემთხვევაში უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი