ქართველი მოკრივეები ოქროსთან ახლოს

24 ნოემბერი 2022, 10:26 487 ნახვა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 18 წლამდე მოკრივეთა შორის, საქართველოს ნაკრების ორი წევრი ფინალში გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოჩა გორდულავამ ირლანდიელი მაკ ევოი ლი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

დემურ ქაჯაიამ ნახევარფინალში პოლონელ ბართლომეი როსკოვიჩს სძლია და ისიც ფინალშია. ამავე ასაკში ევროპის 2022 წლის ჩემპიონმა გორ აივაზიანმა ნახევარფინალში იაპონელ იუტა საკაისთან  წააგო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე მოკრივეები დღეს  დაისვენებენ, 25 ნოემბერს კი ფინალურ ორთაბრძოლებს გამართავენ.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი