მსოფლიო ჩემპიონატის ქალი მსაჯი ისტორიაში შევიდა

24 ნოემბერი 2022, 10:16 438 ნახვა

ფრანგი სტეფანი ფრაპარი გახდა ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი განსაჯა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პოლონეთსა და მექსიკას შორის გამართულ შეხვედრას ფრანგი არბიტრი მეოთხე მსაჯის რანგში ემსახურებოდა. სტეფანი ფრაპარი 2022 წლის მუნდიალზე ერთადერთი ქალი მსაჯი არაა.

ფიფა-მ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე კიდევ ორი ქალი მსაჯი მიავლინა – რუანდელი სალიმა მუკანსაგა და იაპონელი იოშიმი იამასტა. სტეფანი ფრაპარი ასევე არის პირველი ქალი, რომელმაც განსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი „ნიცასა“ და „ნანტს“ შორის,  ხოლო 2021 წლის მარტში გახდა პირველი ქალი,  რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის გაძღოლა მიანდეს.  

გარდა ამისა, ფრანგი მსაჯი 2021 წლის დეკემბერში გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე,  „იუვენტუსსა“ და კიევის „დინამოს“  შორის, ხოლო 2019 წელს ევროპის სუპერთასის ფინალში იმუშავა, სადაც „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი