საერთაშორისო ფორუმი წყალბადის ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები პერსპექტივები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, აქტიურად ერთვება სუფთა წყალბადის განვითარების ევროპულ პროცესებში.
ითქვა, რომ წყალბადი, როგორც სუფთა ენერგიის შენახვის ტრანსპორტირების და მოხმარების საშუალება, განიხილება როგორც 21 საუკუნის ენერგეტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და პერსპექტიული მიმართულება.