ბათუმის პორტში სამართალდამცავები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე გამნაღმველები ნაღმს ეძებენ. ბათუმის პორტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ინფორმაციით, საკონტეინერო ტერმინალში 6 საათზე მეტია ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გამნაღმველები მუშაობენ. თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.