მოსკოვი თეირანს რუსეთში ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე შეუთანხმდა - ინფორმაციას Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში შედგა, წარმოება კი შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, უცნობია თუ რას მიიღებს თეირანი სანაცვლოდ მოსკოვისგან, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი, მინიმუმ დიპლომატიურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას სთავაზობს, რაც აიათოლას რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს.