მცხეთის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრების პირობებს გაეცნენ. სტუმრებს ბატალიონის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამხედრო ბაზის შესახებ ისტორია გააცნეს.
სკოლის მოსწავლეებმა სამხედროების საცხოვრებელი პირობები და სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
ღია კარის დღის მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.