უნგრეთი მხარს არ დაუჭერს EU-ის გეგმას, დაეხმაროს უკრაინას €18 მილიარდით

19 ნოემბერი 2022, 14:52 404 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრებს უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ევროკომისიისგან განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ქვეყნებმა თავად უნდა შეაფასონ რა თანხის გამოყოფა სურთ უკრაინისთვის, უნგრეთი კი მზად არის 150-დან 170 მილიონამდე ევრო გამოყოს.

რაც შეეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილ 18 მილიარდიან ფინანსურ დახმარებას, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს, რადგან წევრ ქვეყნებს აღნიშნული თანხის გადასაცემად ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.

უნგრეთის პრემიერის თქმით, თუ ევროპა მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი, საკუთარი ომია, მაშინ ომი ევროპას უფრო ღრმად ჩაითრევს.

უნგრეთი თავის მხრივ უკრაინას მხარს დაუჭერს, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში