პუტინის ომის 269-ე დღე

19 ნოემბერი 2022, 10:30 482 ნახვა

უკრაინაში ომის 269-ე დღეა, ქვეყნის მასშტაბით მძიმე ბრძოლები გრძელდება. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ქალაქში საჰაერო განგაში ჩაირთო. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა კი შემაშფოთებელია. 

საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ რეზოლუცია მიიღო,  სადაც რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს სამხედრო და ტექნიკური პერსონალი ბირთვული სადგურიდან. ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის 50% მწყობრიდან გამოვიდა.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობებში უკრაინას ესაჭიროება ევროპელი პარტნიორების დამატებითი მხარდაჭერა, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაში.

ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

8 თვიანი ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ხერსონში კი მასობრივი საფლავები და წამების ოთახები აღმოაჩინეს. ადგილზე უკრაინელი ექსპერტები მუშაობენ.

ამასთან, კიევიდან ხერსონის მიმართულებით გუშინ პირველი სამგზავრო მატარებელი დაიძრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში