ISW: რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან

19 ნოემბერი 2022, 10:20 452 ნახვა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაცით, რუსეთის ხელისუფლებამ ფარული მობილიზაციისთვის მზადება დაიწყო. მათივე ცნობით, რუსულ ტელეგრამებში აქტიურად განიხილება ნიშნები, რომლის მიხედვითაც კრემლის მომზადება იკვეთება მობილიზაციის მეორე ტალღისთვის.

გავრცელდა სამხედრო სამსახურში გამოძახების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც პეტერბურგში მცხოვრებმა მიიღო და სამხედრო სამსახურში 2023 წლის იანვარში უნდა გამოცხადდეს, მაშინ როდესაც პუტინმა მობილიზაციის დასრულება ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს გამოაცხადა.

ექსპერტების ცნობით, რუსეთის ხელისუფლებას სამობილიზაციო საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი