საქსტატმა დღეს სამუშაო ძალის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და ის 15.6%-ს შეადგენს.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში უმუშევრად სულ 250 ათას შვიდასი ადამიანი ითვლება. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმად, ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება მილიონ 360 ათასი ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 77ათას ხუთასით მეტია.