თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 ნოემბერი 2022, 19:17 834 ნახვა

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა. გოგონა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ლეიკემიის დიაგნოზით, ერთი თვის წინ მოათავსეს. რამდენიმე დღის წინ ოჯახის ახლობელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 ათასი დოლარი ჰქონდათ, რის გამოც, მიცვალებულს არ ატანდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი