ხულოს მერიამ ახალი რეანიმობილი შეიძინა

17 ნოემბერი 2022, 18:19 668 ნახვა

ხულოს მერიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის 200 000 ლარიანი  საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. თვითმმართველობამ აღნიშნული თანხის ნაწილით შეიძინა  ახალი რეანომობილი, რომელიც მალე  შესაბამის სამსახურს გადაეცემა. ემპარდ სამის  საგრანტო პროექტით დაფინანსებული  თანხით მერიამ ასევე ორი საბავშვო ბაღის თბოიზოლაცია მოაწესრიგა. თბოიზოლაციისა და წყალგამაცხელებლის მონტაჟისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარი გაითვალისწინა. ქედლებისა და დაბა ხულოს სკოლამდელი დაწესებულების ფასადები  შესაბამისი აღჭურვილობით შეიმოსა, რომელიც დაწესებულების უკეთესად გათბობას უზრუნველყოფს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში